ყველაფერი მარტივი სურვილით დაიწყო — გვეთქვა უცხოელებისთვის, როგორი სითბოა საქართველოში.
ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტული კომპანია. ჩვენ ვართ ისინი, ვინც მოგზაურობას ადამიანურ სახეს აძლევს.
Check in Georgia შეიქმნა იმისთვის, რომ სტუმრებმა არა მხოლოდ "ნახონ", არამედ იგრძნონ — რა ფერია დილის მზე აჭარაში, როგორი გემო აქვს ოჯახურ ღვინოს კახეთში,როგორი გემრიელია ყაზბეგში მოხვეული ხინკალი , როგორია მეგრულ ოდაში ამოყვანილი ელარჯი ,როგორი ენერგიაა სვანეთის მთებში .
ჩვენ ვამაყობთ, რომ ყოველი ტური — ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელსაც სტუმარი შინ მოიტანს და მოყვება.
Check in Georgia – როცა მოგზაურობა გემახსოვრება როგორც ემოცია, არა როგორც მარშუტი.
ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი მოგზაურობა იწყება არა აეროპორტში, არამედ გულში.
Check in Georgia ქმნის ისეთ გამოცდილებას, სადაც ადამიანი წყვეტს გარე ხმაურს და უერთდება იმ სამყაროს, სადაც დრო სხვანაირად მიდის.
ჩვენ არ ვაჩქარებთ — ჩვენ გაჩერებას გთავაზობთ.
ჩვენ არ ვლაპარაკობთ ბევრს — გვინდა თქვენ თავად ნახოთ.
📍 ჩვენთვის საქართველო არაა მხოლოდ ადგილები — ეს არის ღიმილიანი მოხუცი, ვინც ღვინო გამოგიტანთ,
📍 ეს არის გზა, რომელსაც არ წერენ გუგლში, მაგრამ ახსოვთ მეზობლებს,
📍 ეს არის ხმა, სუნი და გემო, რომელიც სამუდამოდ გრჩება.
Check in Georgia – აქ მოგზაურობას სხვანაირი მნიშვნელობა აქვს.